ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფმა ვერ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომ Covid-19 უხანში 2019 წლის დეკემბრამდე ცირკულირებდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა უხანში გამოძიების შედეგებზე ისაუბრა.
ექსპერტებმა ასევე ლაბორატორიაში ვირუსის შექმნის შესახებ გავრცელებულ კონსპირაციებზეც. მათი თქმით, ეს ჰიპოთეზა ნაკლებად სავარაუდოა და ამ მხრივ არ იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება.
Covid-19–ის პირველი შემთხვევა უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები უხანში სამეცნიერო გამოძიებას 27 იანვრიდან აწარმოებდნენ.
ექსპერტთა ჯგუფს რამდენჯერმე უარი უთხრეს ჩინეთში შესვლაზე.