უნგრეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცეს პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად დაიცავს, იტყობინება სლოვაკეთის რესპუბლიკის პრესის სააგენტო (TASR).
მისივე თანახმად, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სკლენარმა პოლონეთის თავდაცვის მინისტრ, მარიუშ ბლაშჩაკთან, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დანიელ ბლაზკოვეცთან და უნგრეთის თავდაცვის მინისტრ, კრისტოფ სალაი-ბობროვნიცკისთან, ვიშეგრადის ოთხეულის (V4 - სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი) დეკლარაციას მოაწერა ხელი.
„აქამდე ასეთი შეთანხმება გვქონდა პოლონეთთან და ჩეხეთთან - ეს პარტნიორები რამდენიმე თვეა პატრულირებენ ჩვენს ცაზე. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხეთ უნგრეთთან შეთანხმება და ის ამ ინიციატივაში ჩაერთვება“, - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, სლოვაკეთს შეუძლია, 2024 წლის 31 დეკემბრამდე სამივე ქვეყნის შესაძლებლობებისა და თვითმფრინავების გამოყენების იმედი ჰქონდეს. „ვიდრე შეკვეთილი F-16-ის ტიპის თვითმფრინავი არ ჩამოვა სლოვაკეთში“, - განაცხადა მარტინ სკლენარმა.