გაეროს კულტურულმა და სამეცნიერო სააგენტო UNESCO-მ ორშაბათს გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები გეგმავს, ხელახლა შეუერთდეს სააგენტოს და 600 მილიონ დოლარზე მეტი გადასახადი გადაიხადოს, ათწლეულის განმავლობაში მომდინარე უთანხმოების ფონზე, რომელიც ორგანიზაციის მიერ პალესტინის შემოერთებას მოჰყვა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, დაბრუნების გადაწყვეტილება ნაკარნახევი შეშფოთების იმის შესახებ, რომ UNESCO-ში პოლიტიკის შემუშავების პროცესებში აშშ-ის მიერ დანატოვარ სიცარიელეს, ჩინეთი ავსებს.
აშშ-მა და ისრაელმა შეწყვიტეს UNESCO-ის დაფინანსება მას შემდეგ, რაც ორგანიზაციას 2011 წელს პალესტინა წევრ სახელმწიფოდ შეუერთდა.
ტრამპის ადმინისტრაციამ 2017 წელს გადაწყვიტა, საერთოდ დაეტოვებინა ორგანიზაცია, რის მიზეზადაც ისრაელის საწინააღმდეგო მიკერძოება და მართვაში არსებული პრობლემები დაასახელა.
ჩინეთის ელჩმა იუნესკოში, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ორგანიზაციის მიერ აშშ-ის დაბრუნებისკენ მიმართულ ძალისხმევას„აფასებს“ და რომ მის არარსებობას „ნეგატიური გავლენა“ აქვს სააგენტოს მუშაობაზე.