ერდოღანი აზერბაიჯანში ჩავიდა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევით აზერბაიჯანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა.

AZERTAC-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მეუღლეს ემინე ერდოღანს დახვდნენ აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი და სხვა ოფიციალური პირები.

Anadoluს-ს ცნობით, ერდოღანი პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსში იმყოფებოდა.

ერდოღანი და ალიევი ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ. ოფიციალური შედეგების მიხედვით. 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ერდოღანმა გაიმარჯვა და ხმების 52,18% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი, 47,82% მოაგროვა.

დედაქალაქ ანკარაში ფიცის დადებისა და ინაუგურაციის ცერემონიალებზე დასწრების შემდეგ, ერდოღანმა თავისი ახალი მინისტრთა კაბინეტი 3 ივნისს წარადგინა.