გერმანია აშშ-ს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“- ის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბინძურ გარიგებას“ სთავაზობდა: გერმანული არასამთავრობოს დოკუმენტი

გერამანიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია, DUH-ი აცხადებს, რომ გერმანიის მთავრობა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სავარადუდოდ, 1 მილიარდ ევროს (1,21 მილიარდი დოლარი) ოდენობით ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობდა, რათა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ ვაშინგტონის სანქციები აერიდებინა თავიდან. ამ საკითხს რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო სტატიას უძღვნის.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ეს თანხა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა აშშ-ის იმჟამინდელ ფინანსთა მინისტრ სტივ მნუჩინს შესთავაზა. შესაბამისი პერსონალური წერილი 2020 წლის 7 აგვისტოთი თარიღდება. არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა საშა მიულერ-კრაენერმა, დოკუმენტს „სკანდალური“ და „ბინძური გარიგება" უწოდა. დოკუმენტის თანახმად, გერანიის ხელისუფლება ვაშინგტონის ადმიანისტარციას ჩრდილოეთის ზღვის გერმანულ ნაპირზე - ვილჰელმსჰაფენსა და ბრუნსბუეტელში თხევადი გაზის ტერმინალების ასაშენებლად ინვესტიციას სთავაზობდა.

ამის სანაცვლოდ ვაშინგტონს სავარაუდოდ სთხოვდნენ დათანხმებოდა ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის შეუფერხებელ მშენებლობასა და ექსპლოატაციას. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მოგვიანებით, პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე განცხადება მზადდება.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენის გაყვანის პროცესი დასრულების ეტაპზეა. ამ გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, თუმცა გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს აშშ-ის სანქციების გამო შეჩერდა. აშშ და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგვინებს უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებს ევროპა ბუნებრივ აირს. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისათვის, საჭიროა მილების გაყვანა დანიისა და გერმანიის წყლებზე გამავალ 150 კილომეტრის მონაკვეთზე. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს „ევროპისათვის ცუდი გარიგება“ უწოდა“, - აღნიშნულია სტატიაში.