New York Times-ის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებულმა გამოძიების შედეგებმა აჩვენა, რომ აფეთქება 6 ივნისს, კაშხლის ბეტონის ბაზაზე გამავალ გზაზე მოხდა, რის შედეგადაც სტრუქტურა განადგურდა.
„კრემლმა იცოდა კაშხლის სუსტი წერტილი, რადგან ის საბჭოთა პერიოდში აშენდა“, - წერს New York Times-ი.
გამოძიების თანახმად, მტკიცებულებები „აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ კაშხალი, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, აფეთქების შედეგად დაზიანდა.
ინჟინერმა იჰორ სტრელეტსმა, რომელიც 2005 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა მდინარე დნიპროს წყლის რესურსების უფროსის მოადგილედ, განაცხადა, რომ აფეთქებამ ბეტონის კონსტრუქციის ნაწილი გაანადგურა და რომ შემდეგ, წყლის ტალღამ სხვა მონაკვეთები ჩამოიშალა.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“
- რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
- რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
კაშხალი 6 ივნისს განადგურდა. შედეგად, დაიტბორა ხერსონის რეგიონი. არიან დაღუპულები და დაკარგულები. რუსეთი ტრადიციულად, დანაშაულში კიევს სდებს ბრალს. უკრაინა რუსეთს ტერორისტული აქტის მოწყობაში ადანაშაულებს. ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით კახოვკის კაშხლის განადგურებას ომის დანაშაული უწოდა.