ჯანმომ AstraZeneca-ს ვაქცინის 65 წელს გადაცილებულთათვის გამოყენების ნებართვა გასცა

The Guardian-ის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხანდაზმული პაციენტებისთვის, კერძოდ 65 წელს გადაცილებულთათვის პრეპარატის გამოყენებაზე ნებართვა გასცა.

შუალედურ ინექციის რეკომენდაციების გაცემისას, იმუნიზაციის სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ხანდაზმულებს ვაქცინა ორი დოზითა და 12 კვირიანი შუალედით უნდა გაუკეთდეს.

მრჩეველთა ჯგუფის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობის შესახებ გაჩნდა გარკვეული კითხვები, `არ არსებობს მიზეზი, რის გამოც პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციას არ გავცემდით~.

სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ვაქცინის ეფექტურობა ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ.

წინასწარი შედეგებზე დაყრდნობით ბრიტანული ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ვირუსის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ, თუმცა კომპანიის განცხადებით, ვაქცინას შეუძლია ვირუსის მძიმე ფორმების დაძლევა.