გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 21-23 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვევა, - ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მურატბეკ აზიმბაკიევმა განაცხადა.
დაგეგმილია მოლაპარაკებები შტაინმაიერსა და სადირ ჟაპაროვს შორის. „სახელმწიფო მეთაურები განიხილავენ ყირგიზეთ-გერმანიის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრს, ასევე განიხილავენ ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებით“, - განაცხადა აზიმბაკიევმა.
გერმანიის პრეზიდენტი 19-21 ივნისს სახელმწიფო ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება.