გორის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ სოსო მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს ბრალდებულის პატიმრობის შუამდგომლობით გორის რაიონულმა პროკურატურამ მიმართა.
გამოძიების ვერსიით, 17 ივნისს გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა
ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი 18 ივნისს დააკავეს.
- ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ
- ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება"
- პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია - ჰერჩინსკი
შეგახსენებთ, ბორჯომში 17 ივნისს, „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" ბანაკში მყოფ ადამიანებს თავს დაესხნენ, რასაც წინ უძღოდა “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერ, ზურა ჯაფარიძეზე ფიზიკური თავდასხმა - ხსენებულ ბანაკში მას ლექცია უნდა ჩაეტარებინა.
ზურაბ ჯაფარიძესა და ბანაკზე თავდასხმის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.