თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, არ ექნება.
ჟურნალისტის კითხვას, სამხედრო ბაზაზე ვამბობთ თუ არა უარს, მინისტრმა უპასუხა, რომ - არა.
„რაც კი ეს საკითხი წამოიჭრა იმ დღიდან ჩართულები ვართ - უწყება, კომპეტენტური ქვედანაყოფები, ასევე, უწყების ხელმძღვანელობა და ჩვენ არანაირი პრობლემა ამაში არ დაგვინახავს. არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, არ ექნება. არცერთი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ გამოუთქვამს. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ფართო ჯგუფის ფორმატში განგვეხილა ეს საკითხი“, - განახადა თავდაცვის მინისტრმა.
აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებებთან დაკავშრებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის პოლარიზაციის საწყისი.
„რას ნიშნავს მოღალატეობრივი?! ზოგადად ამ ტერმინს უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ. ჩვენი მხრივ, იგივე იქნება ახლა, ვთქვა, რომ მოღალატეობრივი პოზიციაა ის, რომ საქართველოს ეკონომიკის წინსვლას ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს. არანაირი რისკი არ წარმოიქმნება არც სწავლებებისთვის და არც ბაზისთვის. არანაირი საფრთხე ბაზის ფუნქციონირებას და სწავლებას არ ექნება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თბილისში, სავარაუდოდ, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენება იგეგმება.