საია: სასამართლომ Tik-Tok-სა და Facebook-ზე გამოქვეყნებული ვიდეოსა და პოსტის საფუძველზე, პირი სამართალდამრღვევად მიიჩნია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების კვარტალურ ანგარიშს, რომელშიც სახიფათო ტენდენციაზე მიანიშნებს. მაგალითად, საია საუბრობს სოციალურ ქსელებში, ტიკ-ტოკსა და Facebook-ზე განთავსებული ვიდეოსა და პოსტი გამო ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყებასა და სასამართლოს მხრიდან ამ პლატფორმებზე გამოხატული მოსაზრებების წვრილმან ხულიგნობად მიჩნევაზე.

ანგარიში იანვარი - მარტის პერიოდს მოიცავს. კვარტალური მიმოხილვის მოცემული ნაწილი დღეს სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა.

1) პირის სამართალდამრღვევად ცნობა FACEBOOK-ზე გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის დადგენილებით, ძალაში დარჩა ბათუმის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე სამართალდამრღვევად იყო ცნობილი Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, სამართალდამრღვევად ცნობილმა პირმა სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი და პოლიციის თანამშრომლებს გამიზნულად, დამამცირებელი, პატივისა და ღირსების შემლახავი უცენზურო სიტყვებით მიაყენა შეურაცხყოფა.

სასამართლომ 166-ე მუხლთან მიმართებით აღნიშნა, რომ „სოციალური ქსელი, მათ შორის Facebook, წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები, ხოლო რაც შეეხება საზოგადოებრივ წესრიგს, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ეს არის საზოგადოების წევრთა ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ საზოგადოების სიმშვიდეს და გამოხატულებას ჰპოვებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობაც სწორედ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზანს ემსახურება“.

სასამართლოს შეფასებით, „საზოგადოებრივი კომუნიკაციის და თავშეყრის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) და ყველაზე კომფორტული ადგილი ხდება სწორედ სოციალური ქსელი და იმისათვის, რომ საზოგადოება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტის თვითმხილველი გახდეს, საერთოდ არ არის აუცილებელი, ფიზიკურად შეესწრონ ამ ფაქტს, მაშინ, როდესაც კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ყველა ნიშანი გამოიხატება პირის მიერ სოციალურ ქსელში განხორციელებულ ქმედებაში“.

რაც შეეხება 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, სასამართლომ მიუთითა, რომ „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ პერიოდით, როდესაც ის გამოავლენს სამართალდარღვევის, დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხასიათის ფაქტს და ადგილზე განახორციელებს საქმის წარმოების სხვადასხვა საპროცესო მოქმედებას, არამედ ამ დროში იგულისხმება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან/და სისხლის სამართლის საქმის წარმოების შემდგომი პროცედურების განხორციელების დროც და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ნებისმიერი 12 მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობა, რაც უკავშირდება კონკრე- ტული საქმის წარმოებას.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობის ფორმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე. შესაბამისად, ნორმა პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფის სახით არ გულისხმობს მხოლოდ იმ მართლსაწინააღმდეგო ქცევას, რომელიც ხდება უშუალოდ სამართალდარღვევის ჩადენის/გამოვლენის ან რომელიმე საპროცესო მოქმედების განხორციელების ადგილას“.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ქმედების კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენების დროსა და ვითარებას, - წერს საია.


2) TIK-TOK-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებული ვიდეოს საფუძველზე პირის სამართალდამრღვევად ცნობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ი.მ. ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. მას სანქციის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი პირი არის კურიერი, რომელსაც ქალაქში უწევს მოპედით გადაადგილება. მან სოციალურ ქსელ Tik-Tok-ში გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით: „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“.

ვიდეოში პირი გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ. იგი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც 12 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის დადგენილება საქმეზე N4/456-23. 9 თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ. პროტესტი მიე- მართება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში (ე.წ. ბასლაინი), სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია.

იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშ- რომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ. სასამართლოს განმარტებით, Tik-Tok მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად. ამასთანავე, სოციალური ქსელი, მათ შორის Tik-Tok, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი, განეკუთვნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები. სასამართლოს მოსაზრებით, გამოქ- ვეყნებული ვიდეოს შინაარსი სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

სასამართლომ არ იმსჯელა სოციალური ქსელის ხასიათზე და არ დაასაბუთა, რა ფორმით დაირღვა სა- ზოგადოებრივი წესრიგი და სხვა მოქალაქეების სიმშვიდე. რაც შეეხება ამავე საქმის ფარგლებში 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, სასამართლომ დაადგინა, რომ: „ი.მ-ის მიერ 2022 წლის 10 დეკემბერს ჩადენილი ქმედება, კერძოდ, სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში ასახული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფა მოიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განსაზღვრულ 10 ქმედებას.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული ვიდეო შეიცავს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან გამომდინარე. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა კონკრეტულმა პოლიციელმა და აღიქვა შეურაცხყოფად, რასაც მოჰყვა შესაბამისი შედეგი - სამართალდამრღვევი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა“.

ხსენებული გადაწყვეტილება შეიძლება, მივიჩნიოთ საკმაოდ სახიფათო პრეცედენტად, რომელიც ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ სტანდარტებს, - წერს საია.

საია-ს შეფასებით, ორივე შემთხვევა ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აუარესებს ამ მიმართულებით არსებულ სტანდარტს.