საპატიმროს დატოვების შემდეგ, ნიკა გვარამია ამბობს, რომ იმ ვიდეობს, რომელშიც ის პრეზიდენტს ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებს, მის წინააღმდეგ გამოიყენებენ.
„საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა... ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო", - ვიდეოები, რომელსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო, - ამბობს ნიკა გვარამია.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა.