ჩინეთის ქალაქ ინჩუანში, ერთ-ერთ რესტორანში გაზის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, - ინფორმაციას „სიენენი“ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის ერთი პირი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენი ექვსის მდგომარეობა სტაბილურია.
ამასთან, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა და განაცხადა, რომ აუცილებელია, მიზეზი რაც შეიძლება მალე დადგინდეს.