აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა იმედოვნებს, რომ აშშ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებისადმი. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-ს განუცხადა.
მისი შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციას გარკეული დრო სჭირდება ორგანიზებისთვის, რათა ახლად დანიშნულმა პირებმა პოზიციები დაიკავონ და ამის შემდეგ დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
„იმედი მაქვს, სამხრეთ კავკასიას უფრო მეტად სტრატეგიული დატვირთვა ექნება, ხოლო აშშ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისადმი. ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციას გარკეული დრო სჭირდება ორგანიზებისთვის, რათა ახლად დანიშნულმა პირებმა პოზიციები დაიკავონ და ამის შემდეგ დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.