მეთიუ ბრაიზა: ტრამპი მიიჩნევდა, რომ პუტინი არ იყო პასუხისმგებელი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებზეც ბაიდენმა მიანიშნა რუსეთის პრეზიდენტს

„დონალდ ტრამპი მიიჩნევდა, რომ პუტინი არ იყო პასუხისმგებელი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებზეც ბაიდენმა მიანიშნა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან.

„ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია იმის თქმა, იქნება თუ არა ჯო ბაიდენის მკაფიო განცხადებები რუსეთის საშინელი ქმედებების წინააღმდეგ, აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ახალი პოლიტიკის მიმანიშნებელი, ან ექნება თუ არა ამ გზავნილებს გავლენა.

ბაიდენი პუტინზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს, განსხვავებით ტრამპისგან, რომელიც პუტინის გარკვეულწილად გამართლებას ცდილობდა და გარკვეულწილად ამბობდა კიდეც, რომ პუტინი იმ საშინელ ქმედებებზე, რომლებიც ბაიდენმა ახსენა პრეზიდენტთან საუბრისას, არ იყო პასუხისმგებელი.

თუმცა ეს აუცილებად არ ნიშნავს იმას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი პოლიტიკა ექნება საქართველოსთან მიმართებით. ვფიქრობ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება და სამხრეთ კავკასიას უფრო მეტად სტრატეგიული დატვირთვა ექნება, ხოლო აშშ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისადმი. ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციას გარკეული დრო სჭირდება ორგანიზებისთვის, რათა ახლად დანიშნულმა პირებმა პოზიციები დაიკავონ და ამის შემდეგ დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.

ამავე თემაზე: ლინკოლნ მიტჩელი: ბაიდენისა და ბლინკენის კომენტარები საუკეთესო მაგალითია, რომ აშშ მის წინა პოლიტიკას დაუბრუნდება საქართველოსთან დაკავშირებით.

პოლ გობლი: ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს.

ჯო ბაიდენი: დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა.

ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება.