საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უკანასკნელი კვლევის თანახმად, 2019 წლის ოქტომბრის კვლევის შედარებით, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში გაზრდილია.
კერძოდ, უკანასკნელი კვლევის მონაცემებით, ევროკავშირში გაწევრიანებას რესპონდენტთა 87% უჭერს მხარს, 2019 წლის ოქტომბერში მათი რაოდენობა 80% იყო. რაც შეეხება ნატო–ს, უკანასკნელი კვლევის მონაცემებით, ალიანსში გაწევრიანებას გამოკითხულთა 78% ემხრობა, 2019 წლის ოქტომბერში მათი რაოდენობა 71% იყო.
ცნობისთვის: კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი.