„საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გაამართლოს დასავლეთის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-ს განუცხადა.
ბეიკერის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანს სჯერა, რომ ჯო ბაიდენი რუსეთის მიმართ უფრო ხისტი იქნება.
„მე მჯერა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ იმოქმედებს, რომ მოსკოვმა პასუხი აგოს. ეს არის ის, რისგანაც ყველა მიიღებს სარგელებს, პუტინის გარდა და საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გაამართლოს დასავლეთის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა“, - აღნიშნავს პოლ გობლი.
ამავე თემაზე: პოლ გობლი: ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს.