პოლ გობლი: ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს

„ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-ს განუცხადა. ბეიკერის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ რუსეთის მისამართით წარმოთქმული გზავნილები შეაფასა.

პოლ გობლს სჯერა, რომ ბაიდენი რუსეთის მიმართ უფრო ხისტი იქნება.

„მე მჯერა, რომ ის მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ იმოქმედებს, რომ მოსკოვმა პასუხი აგოს. ეს არის ის, რისგანაც ყველა მიიღებს სარგელებს, პუტინის გარდა და საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გაამართლოს დასავლეთის კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა“, - აღნიშნავს პოლ გობლი.

ჯო ბაიდენი: დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა

ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება.