წმიდა სინოდის წლის პირველი სხდომა დასრულდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „საკმაოდ ბევრი საკითხი, საკმაოდ მცირე დროში შეათანხმეს მღვდელმთავრებმა და რამდენიმე საათში განჩინების სახით გაავრცელებს საპატრიარქო ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სინოდმა მიიღო.
„საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციას, იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული და ეს ყველაფერი ოქმში აისახება“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
ამავე თემაზე: კორონავირუსზე სინოდის წევრთა ტესტირების პასუხი ცნობილია.