მოლდოვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭირო გაზის რეზერვების ნაწილის, რუმინეთში შენახვას გეგმავს - მედია

მოლდოვის მთავრობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭირო გაზის რეზერვების ნახევრის შენახვას რუმინეთში გეგმავს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა.

„სახელმწიფო საწარმო „ენერგოკომმა“ გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოებისთვის საჭირო გაზის მარაგის 50% რუმინეთში იქნება შენახული. შეიძლება, იყოს სხვა კატეგორიის გაზის მარაგი - კომერციული მარაგი, საჭიროების შემთხვევაში“, - აღნიშნა მინისტრმა. 

პარლიკოვის თანახმად, მთავრობა რუმინეთთან გრძელვადიან ენერგეტიკულ პარტნიორობას იმედოვნებს, მაგრამ რესპუბლიკას აქვს რამდენიმე კონტრაქტი ბუნებრივი გაზის მომწოდებლებთან.