ნორვეგიის მთავრობამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისცა უფლება ნავთობკომპანიებს, განავითარონ ნავთობისა და გაზის საბადოები, რომლისთვისაც ინვესტიციები აღემატება 200 მილიარდ ნორვეგიულ კრონას (18,51 მილიარდ დოლარს).
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მთავრობა ამბობს, რომ ნორვეგიის ნავთობისა და გაზის რესურსები აუცილებელია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ის საჭირო იქნება ათწლეულების განმავლობაში.
ნორვეგიის პარლამენტმა 2020 წელს შემოიღო დროებითი საგადასახადო შეღავათები, რათა ნავთობის სექტორში ინვესტიციები წაახალისოს.
„ეს არის პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალი და სტაბილური შედეგის შენარჩუნებას ნორვეგიის კონტინენტური შელფიდან, ისევე, როგორც დასაქმების უზრუნველყოფას და სარგებლის მიღებას“, - განაცხადა ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ტერჟე ასლანდმა.