დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ NATO-მ უნდა განიხილოს კონკრეტული მოთხოვნები უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ამის შესახებ მან კანადელ კოლეგასთან ერთად ლონდონში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Sky News-ი.
უოლესის თქმით, ალიანსმა უნდა გაითვალისწინოს წევრობის სამოქმედო გეგმის გამოტოვების საკითხი.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი სწრაფად ვერ მოგვარდება. ის ასევე მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული ყველა საკითხი ვილნიუსში ივლისის სამიტზე გადაწყდეს. სამიტი ვილნიუსში 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება.