ზელენსკი: როდესაც F-16-ებს მივიღებთ, რუსებს ჩვენს ცაზე შანსები აღარ ექნებათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელ პილოტებს, ავიაციაში რუსების ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად, აქვთ უპირატესობა მორალითა და ოსტატობით და F-16 მებრძოლებით, ისინი მტერს არცერთ შანსს არ დაუტოვებენ უკრაინის ცაზე.

„როდესაც უკრაინელი მფრინავები F-16-ებით იფრენენ, თავისუფლება გახდება უძლეველი და ტერორისტულ სახელმწიფოს არ ექნება შანსი ჩვენს ცაზე“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე.