Meta მიკრობლოგის აპის, Threads-ის გაშვებას გეგმავს. Threads-ი ქსელში სავარაუდოდ, ხუთშაბათს ჩაეშვება.
Reuters-მა Meta-ს კომენტარისთვის მიმართა, თუმცა კომპანიისგან პასუხი არ მიუღია. 
სიახლეს Meta-სგან წინ უძღვის მისი კონკურენტის განცხადება, რომლის თანახმად, Twitter-ი გარკვეულ შეზღუდვებს ნერგავს.
მასკის მიერ დაანონსებულმა შეზღუდვებმა მომხმარებლების უარყოფითი რეაქციები გამოიწვია.
 
                                 
                             
                                 
                                 
                                 
                                 
                                