მედია: უზბეკეთი, ყირგიზეთი და ჩინეთი ერთობლივ მულტიმოდალური ტრანსპორტის პროექტთან დაკავშირებით, პრაქტიკულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ

2023 წლის ბოლოსთვის უზბეკეთი, ყირგიზეთი და ჩინეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამენ ამ სამი ქვეყნის დამაკავშირებელი საერთაშორისო რკინიგზის მშენებლობისკენ, იტყობინება Trend.

აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ამჟამად პროექტის ეკონომიკური საფუძვლებია მომზადებული.

ეს პროექტი ჩინეთთან ტრანსპორტირების მანძილს 1200 კილომეტრით, ხანგრძლივობას კი, 10 დღემდე შეამცირებს. 


13 ივნისს ჩინეთ-ყირგიზეთი-უზბეკეთის მულტიმოდალურ სატრანსპორტო დერეფანზე პირველმა სატვირთო მატარებელმა გაიარა.

ჩინეთ-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას 2022 წლის 14 სექტემბერს სამარყანდში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.

რკინიგზას საერთო სიგრძე 523 კილომეტრი ექნება: ჩინეთში - 213 კილომეტრი, ყირგიზეთში  - 260 კილომეტრი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 90 გვირაბს და 50 კილომეტრის საბოლოო მონაკვეთს უზბეკეთში.