შვეიცარია ცდილობს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს - მედია

შვეიცარიას სურს, შეუერთდეს ევროპის ცის ფარის ინიციატივას, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ამოქმედდა. ამის შესახებ შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას შვეიცარიული მაუწყებელი SRF-ი ციტირებს.

SRF-ის ცნობით, სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არ არღვევს ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოლიტიკას.

ჰგამოცემის თანახმად, შვეიცარიის მონაწილეობა ძირითადად უნდა მოიცავდეს ევროპულ დონეზე საჰაერო თავდაცვის შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინაციას.

„საჰაერო თავდაცვის ერთობლივი წვრთნა ასევე განხილვის პროცესშია“, - აცხადებენ SRF სამინისტროში.


ინიციატივა 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და ის NATO-ს 17 ევროპულ ქვეყანას მოიცავს. გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ.

აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს, შვეიცარიის პარლამენტმა კვლავ ნეიტრალიტეტის დაცვის მოტივით, უკრაინაში გერმანიის გავლით  Leopard 1-ის ტიპის ძველი ტანკების მიწოდება დაბლოკა.