იაპონელი ბუნებრივი აირის მყიდველები კატართან მოლაპარაკებებს აწარმოებე. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
წყაროები ამბობენ, რომ კატარი ახლა მაღალ ფასებს აწესებს, რამაც შესაძლოა, მოლაპარაკებების დასრულებას ხელი შეუშალოს.
გარიგებების გაფორმების შემთხვევაში კი, ეს იქნება სტრატეგიის ცვლილება იაპონიის LNG იმპორტიორებისთვის, რომლებსაც კატართან მსგავს კონტრაქტზე ხელი 2014 წლის შედემ არ მოუწერიათ.
კატარის კონტრაქტები ამ ინდუსტრიაში ყველაზე მკაცრ პირობებს ექვემდებარება და ის არ იძლევა ადვილად გაყიდვას ან სხვა ქვეყნებში გადამისამართეის საშუალებას, თუ ეს გადაზიდვა თვითონ კატარის შიგნით არ არის საჭირო.
პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ამ თვეში კატარში ვიზიტს გეგმავს, რაც იაპონიის პრემიერის პირველი ვიზიტი იქნება ბოლო 10 წლის განმავლობაში.