ბულგარეთისა და ჩეხეთის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი სლოვაკეთს ეწვევა.
„შემდეგი არის სლოვაკეთი. მნიშვნელოვანი შეხვედრები ბრატისლავაში პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან, პრემიერ-მინისტრ ჩუდოვიტ ოდორთან და ეროვნული საბჭოს სპიკერ ბორის კოლართან. ჩვენს სანდო მეზობელთან ერთად, ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის კონკრეტულ თავდაცვის მხარდაჭერასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე; NATO-სამიტზე, მშვიდობის ფორმულაზე, ორმხრივ თანამშრომლობასა და ენერგეტიკული უსაფრთხოებაზე“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ.
თურქული მედიის ცნობით, ზელენსკი 7 ივლისს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერრდოღანს შეხვდება.
მარცვლეულის შეთანხმებას ვადა 17 ივლისს ეწურება. მოსკოვი იმუქრება, რომ არ გაახანგრძლივებს შეთანხმებას, თუ დასავლეთი არ შეამსუბუქებს შეზღუდვებს რუსეთის მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტზე.
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელიც თურქეთისა და გაეროს შუამავლობით 2022 წლის ივლისში ამოქმედდა, მნიშვნელოვანი იყო სურსათზე ფასების გლობალური ზრდის შესარბილებლად.