„აზოვსტალის“ რკინისა და ფოლადის ქარხნის დამცველთა მეთაურებმა, რომლებიც თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდნენ, პირობა დადეს, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და თავიანთ სიტყვებს იტყვიან. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისივე თანახმად, ამის შესაზებ „აზოვის“ პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ ლვოვში ისაუბრა.
„მთავარი ის არის, რომ უკრაინის არმიამ სტრატეგიული ინიციატივა ფრონტის ხაზზე ხელთ იგდო და ყოველდღე წინ მივდივართ, ვანადგურებთ მტერს და ვათავისუფლებთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, შეუძლებელესაც კი, ამ პროცესის დასაჩქარებლად, რათა ომი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს,“ - განაცხადა დენის პროკოპენკომ.
კითხვას, დაბრუნდნენ თუ არა ისინი ფრონტზე, პროკოპენკომ უპასუხა: "რა თქმა უნდა. ამიტომაც დავბრუნდით უკრაინაში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი".
„ჩვენ დავბრუნდით და გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს. ჩვენ სამხედროები ვართ, ფიცი დავდეთ," - განაცხადა თავის მხრივ, „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ შაბათს გამოაცხადა, რომ სამხედრო მეთაურები, რომლებიც იცავდნენ აზოვსტალის რკინისა და ფოლადის საწარმოს და თურქეთში დარჩნენ რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდებიან.
პრეზიდენტის პრესსამსახურმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ „აზოვსტალის“ ხუთი მეთაური თურქეთთან მოლაპარაკებების შემდეგ შაბათს უკრაინაში დააბრუნეს.
პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინა და თურქეთი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ხუთი მეთაური, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის ქარხანას იცავდნენ, სამშობლოში დააბრუნეს. შაბათს საღამოს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეთაურებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასული წლის 20 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, საუბარია 200 ადამიანზე.
შედეგად, „აზოვის“ პოლკის მეთაური და მისი მოადგილე რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ.
პროკოპენკოსა და პალამარის გარდა, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული 5 უკრაინელი მეთაური ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებოდა.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ისინი თურქეთში „სრული უსაფრთხოების, კომფორტული პირობებით და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მფარველობის ქვეშ, თურქეთში იმყოფებოდნენ.