აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 2025 წლის ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის ექსპორტი საშუალოდ 517 000 ბარელს შეადგენდა დღეში.
ივლისში, ივნისთან შედარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი 11%-ით - 61 000 ბარელით შემცირდა დღეში. 2024 წლის ივლისთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში BTC-ის მეშვეობით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა 25%-ით - 170 000 ბარელით შემცირდა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა. მისი სიგრძე 1 768 კმ-ია: 443 კმ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის, 249 კმ საქართველოს ტერიტორიაზე და 1 076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე.