ჰეიკო მაასი: ევროკავშირის სანქციების სიაში ლუკაშენკონც უნდა შევიდეს

ორშაბათს, ლუქსემბურგში, კოლეგებთან შეხვედრამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა თქვა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ევროკავშირმა სანქციების ახალ სიაში უნდა შეიყვანოს.

"უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ბოლო შეხვედრიდან არაფერი შეცვლილა. ლუკაშენკოს რეჟიმი აგრძელებს ძალის გამოყენებას, ჩვენ ისევ ვხედავთ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას. ჩემი შემოთავაზებაა სანქციების ახალი პაკეტის მომზადება და ლუკაშენკო უნდა იყოს ერთერთი ამ სანქციების სიაში". – თქვა ჰეიკო მაასმა.

ევროკავშირის მიერ 40 ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის დაწესებული სანქციები 2 ოქტომბერს ამოქმედდა. სანქციები შეეხო მათ, ვისაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში ადანაშაულებენ. სანქციები არ შეეხო ალექსანდრ ლუკაშენკოს. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განმარტებით, სანქციების დაწესების შემთხვევში შეიძლებოდა ლუკაშენკოს აღარ შეესრულებინა ევროკავშირის მოთხოვნები. ევროკავშირის სანქციებზე საპასუხოდ ბელარუსმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს დაუწესა სანქციები.

2 ოქტომბერს აშშ-მ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, იური კარაევს და შვიდ სხვა მაღალი რანგის პირს სანქციები დაუწესა.

ბელარუსის ხელისუფლბის წევრებს სანქციები ასევე დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ბალტიის ქვეყნებმა.

კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.