კვლევა: უკრაინელების თითქმის 90%-ს სურს, რომ ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს

უკრაინელების დაახლოებით 89%-ს სურს, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ნაწილად ნახოს. ამას კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მაისსა და ივნისის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს.

კვლევის მიხედვით, უკრაინის ყველა რეგიონში აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ასეთ ნაბიჯს: აღმოსავლეთში 79%-დან, დასავლეთში - 93%-მდე.

ამავდროულად, გამოკითხულთა მხოლოდ 18%-ისთვის იქნება მისაღები, რომ უკრაინამ მშვიდობისთვის თქვას უარი ალიანსში გაწევრიანებაზე, ხოლო 76%-ისთვის ასეთი „ფასის გადახდა“ მიუღებელია.
 
2022 წლის მაისში გამოკითხულთა 39% დაჟინებით მოითხოვდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას, ხოლო 42%-მა მიიჩნია, რომ მის ნაცვლად „უსაფრთხოების გარანტიების“ უზრუნველყოფა იყო მისაღები.

„თუმცა 2023 წლის მაისისთვის საზოგადოების აზრი შესამჩნევად შეიცვალა - NATO-ში გაწევრიანებაზე დაჟინებით მოთხოვნილების წილი 58%-მდე გაიზარდა. ამავდროულად, მათ წილი, ვისთვისაც „უსაფრთხოების გარანტიები“ მისაღები იქნებოდა, 29%-მდე შემცირდა. ყველა რეგიონში უფრო მეტი რესპონდენტი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას“, - წერს UKrinform-ი კვლევაზე დაყრდნობით.
 
კვლევის დროს 2509 ინტერვიუ ჩატარდა. გამოკითხვის ცდომილების ზღვარი 2,4%-ს არ აღემატება.