აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა როვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ვილნიუსში განაცხადა, რომ პრეზიდენტი კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ წინ წასწევს თურქეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის საკითხს,
სალივანს დეტალები არ დაუკონკრეტებია. მან მედიას შეახსენა ბაიდენის განცხადება, რომ ის თურქეთისთვის F-16-ების გადაცემას მხარს უჭერს.
ზოგიერთი დიპლომატის აზრით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის წევრობაზე დისკუსიას იყენებდა ზეწოლის მიზნით, თუმცა ოფიციალურად ამას ორივე მხარე უარყოფს.
10 ივლისს, საღამოს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდა.