თურქული მედია წერს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებაზე შეთანხმება მიღწეულია. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „პუტინთან შეთანხმება“ მიღწეულია.
„მოგეხსენებათ, აგვისტოში პუტინის მასპინძლობისთვის ვემზადებით თურქეთში. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გაფართოებაზე", - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა პუტინს წერილი გაუგზავნა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ შენარჩუნების წინადადებით.
რუსული მხარე იმუქრებოდა, რომ 17 ივლისის შემდეგ შეწყვეტდა მონაწილეობას „მარცვლეულის შეთანხმებაში“, რომელიც საომარ პირობებში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საშუალებას იძლევა.
იმავდროულად, Financial Times იტყობინებოდა, რომ ევროკავშირი სანქცირების კუთხით განიხილავს გარკვეულ დათმობებს, რათა შეინარჩუნოს ეს შეთანხმება, რაც უკრაინული მხარისთვის მიუღებელია.
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.