აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით მოიერიშე თვითმფრინავებს გზავნის

Alarabiya-ს თანახმად, პენტაგონმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით მოიერიშე თვითმფრინავებს, მათ შორის F-35-ებს აგზავნის, რათა დაიცვას შეერთებული შტატების ინტერესები და უზრუნველყოს ნავიგაციის თავისუფლება.

„ზოგიერთი [მოიერიშე თვითმფრინავი] გზაშია,“ - განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა.

მისივე თქმით, მუდმივი საფრთხის ფონზე, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინაციით, პენტაგონი აშშ-ის წარმომადგენლობას და მონიტორინგის შესაძლებლობას ზრდის.


მანვე განმარტა, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებმა მიიღეს გადაწყვეტილება.

მედია გუშინ, 16 ივლისს წერდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში მართვადი რაკეტების გამანადგურებელს განათავსებდა.

გასულ თვეში, სირიის ცაზე რუსეთის „სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევის“ საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში F-22 Raptors-ის ფლოტი გაგზავნა.