ჩეხეთის ელჩმა NATO-ში, იაკუბ ლანდოვსკიმ განაცხადა, რომ ჩეხური დანაყოფი შესაძლოა, სლოვაკეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ან პოლონეთში განლაგდეს.
ელჩმა ჩეხურ გამოცემა Lidové noviny-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ერთი ბრიგადა, დაახლოებით სამი ათასი ჯარისკაცი უნდა განათავსოს.
„თმილიონიანი ქვეყნისთვის, როგორიცაა ჩეხეთი, ბრიგადა მინიმალურია," - განაცხადა ჩეხმა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ვილნიუსში NATO-ს სამიტზე მიიღეს.
შეგახსენებთ, ვილნიუსში სამიტზე გადაწყდა, რომ ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალები 300 ათას ჯარისკაცამდე გაიზრდება.
„ჩვენი თვალსაზრისით, მიზანშეწონილი იქნება ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ NATO-ს ჯარები ჩვენი ტერიტორიის გავლით, შესაბამისი აღჭურვილობით რეგულარულად გადაადგილდებიან აღმოსავლეთ ფლანგზე", - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა.