უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს იდეა, რომ ნახევარკუნძულის გათავისუფლების შემდეგ, ყირიმში „სილიკონის ველის“ მსგავსი პროექტი განახორციელოს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.
„როცა გავიმარჯვებთ, უსაფრთხოების საკითხებს მოვაგვარებთ და ინფრასტრუქტურის კუთხით განვითარებას შევძლებთ,“ - განაცხადა მინისტრმა.
უფრო ადრე ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ყირიმის რეინტეგრაცია სხვა ტერიტორიების რეინტეგრაციაზე უფრო რთული იქნება, რადგან ამას ცალკე მიდგომა სჭირდება.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინა იწყებს „ყირიმის გუნდის“ შექმნას, რომელიც ნახევარკუნძულზე დეოკუპაციის შემდეგ იმუშავებს
- ზელენსკი: მიზანი მთელი ყირიმის დაბრუნებაა, რადგან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.