ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით, 2023 წლის იანვარ-ივნისში, თურქეთის გავლით 113,773 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა. თურქულ ოპერატორ BOTAS-ის ცნობით, ეს მონაცემები 2022 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით, 6,656 მილიონი ბარელით - 6,2%-ით მეტია.
მიმდინარე წლის ივნისში BTC-მა თურქეთის გავლით 19,658 მილიონი ბარელი ნავთობი ამოტუმბა.
2022 წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით, ეს 1 მილიონ 993 ათასი ბარელით - 11,3%-ით მეტია.
BTC ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.