ვარშავამ დაიბარა რუსეთის ელჩი პოლონეთში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პოლონეთს დაემუქრა.
მას შემდეგ, რაც 5000 ვაგნერის მებრძოლი ბელორუსში ჩავიდა მათი ხანმოკლე აჯანყების შემდეგ, პოლონეთმა განაცხადა, რომ საზღვარს გააძლიერებს.
პუტინი კი 21 ივლისს ამტკიცებდა, რომ პოლონეთი „ოცნებობს ბელორუსულ მიწებზე" და რომ ბელორუსის წინააღმდეგ აგრესია ნიშნავს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიას: „ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით,“ – აღნიშნა პუტინმა.
პუტინის განცხადებაზე კომენტირებისას, რომელმაც აღნიშნა, რომ სტალინმა პოლონეთს მიწები აჩუქა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, „სტალინი იყო ომის დამნაშავე, რომელიც პასუხისმგებელია ასიათასობით პოლონელის სიკვდილზე“.
„ისტორიული სიმართლე სადავო არ არის. რუსეთის ფედერაციის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახებენ,“ – განაცხადა მორავეცკიმ.
რუსეთთან ომში პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა. მას შემდეგ, რაც ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნის შესახებ გავრცელდა ცნობები, ვარშავა განსაკუთრებით მოითხოვს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. ამასთან, პოლონეთმა, რომელიც ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს, ბოლოს 19 ივლისს გაგზავნა დამატებითი ძალები ამ ქვეყნის საზღვართან.