ისრაელის პარლამენტმა მასობრივი პროტესტის გამომწვევ პირველ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მასობრივი პროტესტის მიუხედავად, ისრაელის დეპუტატებმა უკიდურესად საკამათო კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. კანონი უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილებას ართმევს, გააუქმოს მთავრობის ქმედებები, რომლებსაც ის არაგონივრულად მიიჩნევს.

BBC-ის თანახმად, ეს კანონპროექტი პირველია სადავო რეფორმების იმ სერიაში, რომელიც სასამართლოების ძალაუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული.

დაგეგმილმა რეფორმებმა ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი პროტესტი გამოიწვია. ხელისუფლების ოპონენტები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ხსენებული კანონპროექტი საფრთხეს უქმნიან ისრაელს, როგორც დემოკრატიას.


მთავრობა ამტკიცებს, რომ ზომები აუცილებელია ძალაუფლების დისბალანსის გამოსასწორებლად, რომლის დროსაც სასამართლოები უფრო ხშირად ერევიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

კენჭისყრას ქნესეთის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, მაგრამ კანონის მისაღებად, მმართველი კოალიციის 64 წევრის ხმა საკმარისი იყო.

ოპოზიციის ლიდერმამ, ყოფილმა პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა ქნესეთში (პარლამენტში) გამოსვლისას ამ ნაბიჯს „ექსტრემალური უმცირესობის მიერ ისრაელის უმრავლესობის ხელში ჩაგდება“ უწოდა.


მისგან განსხვავებით, ისრაელის იუსტიციის მინისტრს მიაჩია, პირველი ნაბიჯი გადაიდგა ისტორიულ პროცესში სასამართლო სისტემის გამოსწორების მიზნით.“

ამ პროცესების პარალელურად, ორშაბათს დილით მომიტინგეებს, რომლებიც ქნესეთთან მდებარე ტერიტორია დაბლოკეს, წყლის ჭავლი დაუმიზნეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი მომიტინგე დაშავდა, ექვსი კი, დააკავეს. სხვა მომიტინგეებმა ალყა შემოარტყეს პოლიციის ფურგონს და ყვიროდნენ - „სირცხვილი“ ოფიცრებს.

ერთ-ერთმა დემონსტრანტმა BBC-ს განუცხადა, რომ ის ეწინააღმდეგებოდა „დიქტატურას.“

პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, პარლამენტში კენჭისყრაზე გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც კვირას საავადმყოფოდან გაწერეს. მას შაბათს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.