ჩეხეთი კოსოვოში ელჩს, ბოგუმილ მაზანეკი პირველად გაგზავნის. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
მაზანეკი ადრე ლიეტვაში ელჩი და ასევე გენერალური კონსული იყო შანხაიში, ასევე კატოვიცეში, პოლონეთში.
კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. იმავე წელს ის ჩეხეთის რესპუბლიკამ აღიარა.
მიუხედავად იმისა, რომ პრიშტინაში ჩეხეთის საელჩო განთავსებულია, ჩეხეთის ელჩი იქ აქამდე არ ყოფილა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე მიუთითა კოსოვოში ელჩის გაგზავნის აუცილებლობის შესახებ, რათა შექმნილი აბსურდული სიტუაცია გამოსწორდეს - როდესაც ჩეხეთი აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, აქვს საელჩო ქვეყანაში, მაგრამ არ ჰყავს ელჩი.