კოსოვო რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის უახლეს სანქციებს შეუერთდა

კოსოვომ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტისადმი მიერთებას მხარი დაუჭირა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

„სანქციების შეთანხმებული პაკეტი შეიცავს შემდეგ ზომებს: მესამე ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება სანქციების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის გავლით საქონლის ტრანზიტის აკრძალვა, ექსპორტის შეზღუდვების გაძლიერება, დამატებითი სანქციების დაწესება 71 ფიზიკური და 33 იურიდიული პირის მიმართ და ასევე, „ვაგნერის“ ჯგუფს," - კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დონიკა გერვალა-შვარცმა.


კოსოვო ადრე თანმიმდევრულად უჭერდა მხარს ევროკავშირის ყველა სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, კოორდინაციას უწევდა მის საგარეო პოლიტიკას ევროკავშირის პოლიტიკასთან. ევროკავშირის საბჭომ ივნისის ბოლოს დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი, რომლის მთავარი მიზანი ადრე დაწესებული შეზღუდვების გაძლიერება და სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლაა. მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები, უკრაინაში მის შეჭრას მოჰყვა.

კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ​​განაცხადი ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში წარადგინა.