სანგაჩალის ტერმინალიდან „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ნავთობის ექსპორტი 6%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) და შაჰ-დენიზის საბადოების ბლოკმა, სანგაჩალის ტერმინალში, წყალქვეშა ნავთობისა და გაზსადენებით, დაახლოებით, 115 მილიონი ბარელი ნავთობი და კონდენსატი გაიტანა.  ეს ერთი მილიონით - 0,9%-ით მეტია 2022 წლის პირველ ნახევარში.

ანგარიშის მიხედვით, ექვსი თვის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) გავლით ექსპორტირებულია 114 მილიონ ბარელზე მეტი, რაც გასული წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, 7 მილიონი ბარელით - 6,5%-ით მეტია.


მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენით ექსპორტირებულია ერთი მილიონი ბარელი, რაც 6 მილიონი ბარელით - 85,7%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ექვსი თვის განმავლობაში, ტერმინალი ყოველდღიურად საშუალოდ 72 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი (დაახლოებით 2,542 მილიარდი კუბური ფუტი) გაზის ექსპორტს ახორციელებდა. ეს ასევე 3 მილიონი კუბური მეტრით - 4,35%-ით მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე.