სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შესახებ აცხადებს, რომ ღონისძიებაში 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან ჩართულნი.

„სტიქიის ადგილას იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი.

ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება,“ – აცხადებენ შსს-ში.