თემურ მღებრიშვილი: ასეთ რთულ ხეობაში, ღამით, რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, ძალიან გაჭირდებოდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენები დილის 06:00 საათიდან განაახლებენ მუშაობას.

„ინფორმაცია ინციდენტის შესახებ 15:10 საათზე შემოვიდა. დაუყოვნებლივ დაიგეგმა ვერტმფრენების ჩართვა. ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. გარკვეულწილად, ამინდმაც შეგვიშალა ხელი, თუმცა მფრინავების გმირობის ფასად, მოსახლეობის ევაკუაცია დავიწყეთ.


რაც შეეხება ვეტმფრენების ასეთ პერიოდში გამოყენებას, დამერწმუნეთ, ასეთ რთულ ხეობაში, ღამით, რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, ძალიან გაჭირდებოდა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს იქნებოდა ძალიან გაუმართლებელი.

იმაზე მეტ საქმეს, რასაც ახლა ადგილზე მყოფი მეხანძრე-მაშველები აკეთებენ, დამერწმუნეთ, ვერტმფრენი ვერ გააკეთებს გამომდინარე რთული რელიეფიდან. ხვალ დილიდან სამუშაოს, კიდევ ორი ვერტმფრენი დაემატება,“ ამბობს მღებრიშვილი მედიასთან.


შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი.

მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.