შოვიდან ონის ცენტრის მიმართულებით ოთხი საევაკუაციო რეისი შესრულდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 80-ზე მეტი ადამიანი. ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანა დილიდან განახლდა.
შოვში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს. შოვში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი.
მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.