ამ დროისთვის 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება - მინისტრი

შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ყველა ის ადამიანია გამოყვანილი, რომელიც მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, უსაფრთხო ადგილას იყვნენ. ასეთი სულ 140 ადამიანია. 

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.


შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი.

მეწყერი იქ სამ აგვისტოს ჩამოწვა.