შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.
სტიქიის ზონაში დღეს უკვე მეოთხე დაღუპული იპოვეს.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
7 აგვისტო გლოვის დღედ ოფიციალურად გამოცხადდა.