ლელომ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა

პარტია ლელომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა.

ხაზარაძე დავით უსუფაშვილმა დაასახელა და თქვა, რომ ის არის ევროპული სტილის ქართველი პატრიოტია.

მამუკა ხაზარაძე – ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ინჟინერი, თიბისი ჯგუფისა და პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

ბიოგრაფიადაიბადა 1966 წლის 29 დეკემბერს ქალაქ თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1988 წელს. იყო საპროექტო ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი 1988-1990 წლებში. 1991 წელს იგი იყო ფირმა „სანსის“ დირექტორი. 1991 წლიდან — „TBC თბილისის ბიზნეს ცენტრის“ პრეზიდენტი. 1995 წლიდან კომპანია „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების“ დამფუძნებელი და პარტნიორი. 2004 წელს დააფუძნა კომპანია „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია“, ამჟამად არის კომპანიის პარტნიორი. 2007 წლიდან — პროექტის „ლისის ტბის განვითარება“ პრეზიდენტი. იყო „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 1992-2019 წლებში. 2014 წელს Ernst & Young-მა გადასცა საქართველოს „წლის მეწარმის“ ჯილდო. 2019 წლის 12 სექტემბერს დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“.