WHO-ს ექსპერტთა პირველადი დასკვნით, სავარაუდოდ, კორონავირუსი SARS-CoV-2 პირველად ცხოველებში გაჩნდა ჩინეთის, ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე. ამის შესახებ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ, ვირუსის წარმომავლობის შესასწავლად ჩინეთში მივლენილი საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრმა, პიტერ დაშაკმა განაცხადა. ინფორმაციას Newyorktimes-ი ავრცლეებს.
WHO-ს ექსპერტთა პირველადი შეფასებით, ახალი სახეობის კორონავირუსი თავდაპირველად ღამურებს ჰქონდათ, რომლებმაც მოშინაურებულ ველურ ცხოველებს გადასდეს და მათგან გავრცელდა ადამიანებზე. ასეთი იყო ჩინელი მეცნიერების თავდაპირველი ვერსიაც.
რაც შეეხება თეორიას, ვირუსის ლაბორატორიაში შექმნის შესახებ, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, ეს ვერსია იმდენად სუსტია, რომ შემდგომ შესწავლას არ იმსახურებს.
ექსპერტთა ჯგუფი იმყოფებოდა ჩინეთის ქალაქ უხანის ბაზარშიც, რომელიც ახალი ვირუსის გავრცელების სათავედ ითვლება და შეხვდა ექიმებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტებს მკურნალობდნენ. ამასთან, საერთაშორისო ექსპერტებს არ მისცეს ყოფილ პაციენტებთან შეხვედრის უფლება და არც მათი მონაცემები მისცეს.
უხანიდან დაბრუნებული ექსპერტები ვირუსის შესაძლო წარმომავლობის შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებენ.
ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფი უხანში საგამოძიებო საქმიანობას იწყებს.
რატომ ჩავიდნენ ჩინეთში ჯანმოს მეცნიერები?